|
2018-05-15 21:21:10, 1396 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: შეხვედრაზე ვაჩვენეთ ვიდეომასალა, სადაც ასახულია კლუბებში ნარკოტიკების გასაღების არაერთი ფაქტი
„ფაქტია, რომ იმ კლუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ სისტემატიურად იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „თეთრი ხამურის მოძრაობის“, სახალხო დამცველის და კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საქმეში არსებული მტკიცბულებები, მათ შორის ვიდეომასალა, რომელშიც კლუბებში ნარკოტიკების გასაღების ფაქტებია ასახული. „დღეს გაიმართა უშუალოდ საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები კლუბებში. მე ვფიქრობ, წარმოვადგინეთ დამაჯერებელი არგუმენტები, მტკიცებულებები უშუალოდ ვაჩვენეთ ამ ადამიანებს, მათ შორის ვიდეომასალა, სადაც ასახული იყო კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არაერთი ფაქტი. გასაგებია, რომ აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენსა და კლუბების წარმომადგენლებს შორის არსებობს. მესმის, რომ მათ არ უნდათ დადასტურებული ფაქტების აღიარება ალბათ გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა ფაქტია, რომ იმ კლუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ სისტემატიურად იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს კლუბის გარეთ მიმდინარე მოვლენებს, მეზვრიშვილის განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან რაიმე დარღვევის შესახებ ინფორმაცია მათთან ან სახალხო დამცველთან ამ დრომდე არ შესულა. „ვისაუბრეთ მოერე მიმართულებითაც. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა დააყენეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები უშუალოდ კლუბების გარეთ სამართალდამცველი ორაგნოების წარმომადგენლების მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შორის აზრები გაიყო, თუმცა ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ამ საკითხებს შევისწავლით, უშუალოდ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კონტაქტის დროს რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი, თუმცა ამ ადამიანებსაც ვთხოვეთ, რომ ჩვენამდე, არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებამდე რაიმე ტიპის დარღვევის შესახებ ინფორმაცია შემოსული არ არის. თუ ასეთი დაფიქსირდება მზად ვართ ვითანამშრომლოთ ინტენსიურ რეჟიმში სახალხო დამცველის წარმომადგენელთანაც, შესაბამის ორგანოებთან, პროკურატურასთანაც“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)