16:27 - 29 Apr, 2026
|
2018-05-15 14:29:49, 1430 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია - 9 აპრილის მემორიალის შეურაცხყოფა ფაშისტური განცხადებებია და არა მასზე ცეკვა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 12 მაისს, პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალზე აქციის ერთ-ერთი მონაწილის ცეკვას სოციალურ ქსელში გამოეხმურა. მისი თქმით, მემორიალზე ცეკვა დაღუპულების ხსოვნას არ შეურაცხყოფს. „მშვენიერი შესრულება გოგოსგან, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა... 9 აპრილი, დღე, როცა ახალგაზრდები იმისთვის დახოცეს, რომ არ უნდოდათ ვინმეს ეკარნახა როდის, როგორ ან რანაირად უნდა ეცხოვრათ და თუნდაც, ეცეკვათ და ემღერათ... ამ მემორიალის შეურაცხყოფა კი ის ღიად ფაშისტური განცხადებებია, რომლებიც თითქოსდა მისი დაცვის მიზნით კეთდება...", - წერს ლომჯარია. შეგახსენებთ, რომ მემორიალზე მოცეკვავე გოგოს ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)