|
2018-05-14 16:11:10, 1614 ნახვა
საზოგადოება
კახაბერ გვანცელაძე კომპანია „საი გლობალის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მენეჯმენტის ხარისხის სერტიფიკატის, ISO-9001-2015-ის მისაღებად ემზადება. უწყებისათვის მართვის ხარისხის შეფასებას და სერთიფიკატის მოპოვებას უზრუნველყოფს კომპანია „საი გლობალი“, რომელიც სააგენტომ ტენდერის გზით შეარჩია. კომპანიამ უკვე დაიწყო სააგენტოს სამუშაო პროცესების კვლევა, რის საფუძველზეც რეკომენდაციები მომზადდება. პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და მისი მოადგილე, ირაკლი თურმანიძე კომპანია „საი გლობალის“ აღმასრულებელ დირექტორს, მერი ფეიქრიშვილს შეხვდა და ის ეტაპები განიხილეს, რომელთა გავლაც უწყებას სერტიფიკატის აღებამდე მოუწევს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანიის ექსპერტები, ასევე, მოამზადებენ ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიას, რომელიც განსახილველად გადაეცემა საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებს. „საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად მუშაობის პროცესში მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ამაღლდება სააგენტოს მენეჯმენტის ხარისხი. იმდენად, რამდენადაც სააგენტო წარმოადგენს რესურსცენტრს ბაგა-ბაღებისა და აღსაზრდელთა მშობლებისათვის, გაუმჯობესებული მომსახურებით ისარგებლებენ ამ სერვისის მთავარი ბენეფიციარები, ჩვენი პატარები. სააგენტოს სერვისების ხარისხის ზრდა პირდაპირ კავშირშია თითოეული ბაგა-ბაღის სერვისების ხარისხის ზრდასთან“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ვარაუდით, უწყება სერტიფიკატს წელსვე მიიღებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)