|
2018-05-14 12:07:08, 1459 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური
„ნარკოტიკებთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან შემომტანზე და ზევით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ბევრად უფრო ლიბერალური უნდა იყოს. „ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა მომხმარებლების მიმართულებით, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით. ჩვენ ვნახეთ, რომ 8 ადამიანი არის დაკავებული ნარკორეალიზაციის ბრალდებით. თუ ეს ბრალდება დამტკიცდა, ისინი არიან ქუჩის დილერები. ამ შემთხვევაშიც და ყველა სხვა შემთხვევაში, ნარკოტიკებთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან შემომტანზე და ზევით. ამას სჭირდება კამპანია ნარკოტიკის წინააღმდეგ. კამპანია უნდა აწარმოონ არა ჩემნაირმა ადამიანება, არა ჯგუფებმა, რომლებსაც არ შეესვლებათ ამ ახალგაზრდების გულებში იმდენად აქტიურად, არამედ კამპანია უნდა აწარმოოს სწორედ ხელოვნების წარმომადგენლებმა, იმ მუსიკოსებმა, იმ მხატვრებმა, იმ სოციუმმა, რომელიც ლაპარაკობს თანამედროვე ენაზე. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის, ამ ხელოვნების წარმომადგენლებს მივცეთ შესაძლებლობა, აწარმოონ ანტინარკოტიკული კამპანია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)