23:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 11:04:01, 2084 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს, 18:00 საათზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ჩატარდება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა: მზადება ნატოს  ბრიუსელის 2018 წ. სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები  და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.

მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური; საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობისთვის მიწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics