23:22 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 00:55:46, 1833 ნახვა

საზოგადოება
ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა და მორიგი აქცია დააანონსა

აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვიმლა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, ერთი კვირის განმავლობაში აქციის ორგანიზატორები შსს-თან ითანამშომლებენ.

მანვე მორიგი აქცია 19 მაისს დააანონსა.

 „ დროებით გემშვიდობებით, დღეს მისია შესრულებულია, შს მინისტრთან შევთანხმდით იმაზე რომ მათთან ვითანამშრომლებთ.  იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება პროდუქტული. თუმცა აქვე ვაანონსებ, შაბათს კიდევ ერთ აქციას გავმართავთ. ბრძოლა არ დასრულებულა“,- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორებსა და შს მინისტრ გიორგი გახარიას შორის შეთანხმება შედგა.

როგორც შს მინისტრმა განაცხადა, აქციის წარმომადგენლებთან ერთად ხვალიდან განიხილავს შაბათს, ღამის კლუბებეში ჩატარებულ სპეცოპერაციას და იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება დადასტურდება, შესაბამისი პირები პასუხს აგებენ. მან ასევე პირობა დადო, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგი იქნება მიღწეული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics