|
2018-05-13 21:56:14, 1535 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის განცხადებას „არაადეკვატური“ უწოდეს
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას „არაადეკვატური“ უწოდეს. როგორც მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. „ეს არ იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება. რაც მან ილაპარაკა არაადეკვატურია. ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, გამზირზე არსებული ვითარება გააკონტროლონ და არ მისცენ კონტრაქციების მონაწილეებს საშუალება, რომ ინციდენტი მოხდეს“, - განაცხადა წიქარიშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა. მან ახალგაზრდებს მოუწოდა, დაპირისპირებისგან თავი შეიკავონ. ასევე აღნიშნა, რომ ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში ხელისუფლება მკაცრი იქნება, ხოლო მომხმარებლებთან უფრო ჰუმანური.
პრემიერ-მინისტრის განცხადება სრულად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)