23:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 18:25:47, 1892 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს.

ამის შესახებ პარტიის წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა:

,,ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, დაარბია თავისუფალი მოქალაქეები, ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ დამალულ ხელისუფლებას, რომელიც არანაირ პასუხისგებლობას არ იღებს ამაზე, მეორეს მხრივ, ცინიკურ და წარმოუდგენელ განცხადებებს, რომ თითქოს ძალის გამოყენება პროპორციული იყო, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. მეორე დღეს უფრო ცხადი გახდა, რომ ეს აქცია იყო არა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის აქცია, არამედ თავისუფალი მოქალაქეების, დაშინების, დაშანტაჟების და მათზე  ძალადობის აქცია.

ჩვენ, ევროპული საქართველო პარლამენტის უმცირესობა კატეგორიულად ვითხოვთ უსწრაფესად შს მინისტრი გამოცხადდეს პარლამენტში.  პირველი: სრულად უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება რუსთაველზე მიმდინარე აქციის, არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს მათ აზრის გამოხატვაში და ამ პროტესტში და მეორე, გასცეს პასუხი, იმ უნამუსო ძალადობაზე თავისუფალი მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ.

დღეს თუ ჩვენ არ ვაიძულეთ ხელისუფლება, ამ კითხვებს პასუხი გაეცეს რისთვისაც  არსებობს პარლამენტი ,როდესაც ესეთი ჩავარდნაა ადამიანის უფლებების კუთხით ხელისუფლების მხრიდან ,პარლამენტმა უნდა განახორციელოს კონტროლი, ამიტომ უსწრაფესად მოვითხოვთ შს მინისტრის მოსვლას  პარლამენტში“, - განაცახადა ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics