23:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 15:04:33, 1823 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მოლოდინი: სოციალურ ქსელში გვერდების შექმნით და წახალისებით ხელისუფლება წარმოუდგენელ სიბეცეს ჩადის

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველის გიორგი მოლოდინის თქმით, ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობასთან არასწორი მეთოდებით ბრძოლობს. მისი განცხადებით, სოციალურ ქსელებში სპეციალურად შექმნილი გვერდებით საკუთარ თანამოქალაქეებთან ბრძოლა(ურთიერთობა) არის წარმოუდგენელი სიბეცე.
მოლოდინის აზრით,  თუ ამ საქმეში გადასახადის გადამხდელის ფული იხარჯება სიბეცესთან ერთად არის დანაშაულიც.
"მოსახლეობასთან ამ ფორმებისა და მეთობის გამოყენებით თქვენს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს კი არა, ერთი თაობის წარმომადგენლებს ერთმანეთის სიძულვილისკენ უბიძგებთ; ამ ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით ახალისებთ მოძალადეებს, გზას უხსნით არატოლერანტული და ჰომოფობიური მიდრეკილებების მქონე მოქალაქეების ჯგუფს, რომლებსაც წესით, ცოდნის მიღებაში უნდა ეხმარებოდეთ. 6000 ზე მეტი შეარი აქვს ერთ-ერთ პოსტერს ფბ-ზე. ანამუსებენ ხალხს, არჩილ ტატუნაშვილისადმი სოლიდარობის აქციაზე 20 კაცი იდგაო. კი, მაგრამ ეს 6000 კაცი სად იყავით მაშინ?!  კომუნიკაციის ეს ფორმები და მეთოდები არის არაკომპეტენტურების, კონფორმისტების, ოპორტუნისტების და ლაჩრების გზა... ბრეგაძის ლორთქიფანიძით ჩანაცვლებას კი, რა დავარქვა, არ ვიცი " - აცხადებს გიორგი მოლოდინი.
თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩევლის აზრით, რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი სტრატეგია სახელმწიფოსა და მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვაა. ასეთი მთავრობისა და ასეთი სამშობლოს პირობებში ამ ქვეყნისთვის მეომართა რიცხვი კიდევ უფრო დაიკლებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics