2018-05-13 14:50:36, 1702 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის წინ აქცია განახლდება
თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს 15:00 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ფეისბუქზე ავრცელებს.
„არ ვაპირებთ დანებებას, სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა და ჩვენ ვაგრძელებეთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა დღეს დილით განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აღარ გამართულიყო.
როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას წყვეტენ და სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებდნენ.
ავტორი: ,