|
2018-05-12 22:48:38, 2784 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში თბილისში მიმდინარე მოვლენების მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ნიუ-იორკი საქართველოსთვის - ვცეკვავთ თავისუფლებისთვის, ამ ლოზუნგით ხვალ, ნიუ-იორკში აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ბასიანს და ყველა იმ კლუბს, რომლებიც 12 მაისს სპეცრაზმა დაარბია. „აღნიშნული ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მიზანი რეიდის იყო თავდასხმა კლუბური ცხოვრების წესსა და თავისუფლებაზე, ძალის უმიზნო დემონსტრირება და ამიტომ სოლიდარობის ნიშნად ჩვენ ვცეკვავთ ბრუკლინში თავისუფლებისთვის. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, შემოგვიერდით ხვალ 2 საათიდან ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ხვალ ცნობილი Day Party - Tiki Disco-ს ორგანიზატორებმა ნება დაგვრთეს რომ ბანერებით შევიდეთ. ივენთის ბილეთების ბმული ნახეთ ქვემოთ (10$) სამწუხაროდ ბილეთის გარეშე შესვლა ვერ მოხერხდება. ვიცი, ბევრს უნდოდა გარეთ შეკრება, მაგრამ ეს ნებართვის მიღებასთან არის დაკავშირებული, რისი მოსწრებაც ვერ ხერხდება. ჩვენები პარლამენტთან ცეკვავდნენ - ჩვენ ბრუკლინიდან შევუერთდეთ“- ნათვქამია „ფეისბუქის“ ივენთის გვერდზე. ცნობისთვის, აქცია ბერლინშიც გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)