22:03 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 19:58:56, 1407 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეები თბილისის მერიას ბიოტუალეტების და ნაგვის ურნების დამონტაჟებას თხოვენ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის მერიას ბიოტუალეტების და ნაგვის ურნების დამონტაჟებას თხოვენ.

„ჩვენ არ ვართ ის ხალხი რომელიც ნაგავს ყრის. ამიტომ ვთხოვთ ხელისუფლებას უზრუნველყოს აქცია ნაგვის ურნებით  უზუნველყოს ვინაიდან დაშლას არ ვაპირებთ და ვგეგმავთ, რომ აქ დავრჩეთ. ვითხოვთ ბიოტუალეტების მოტანას. უნდა დავხვდეთ ჩვენ მოქალაქეებს რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან იმისათვის რომ შემოგვიერთდნენ“,-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებიდან პოლიეთილენის პარკებით დადიან და დაყრილ ნაგავს თვითონ აგროვებენ. ორგანიზატორმა აღნიშინეს, რომ მათ მხარდაჭერა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც გამოუცხადა.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics