22:03 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 19:44:24, 1483 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

აქციის მონაწილები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, პარლამეტის შენობასთან მოვიდნენ.

ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, სანამ მათ მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდებიან, საპროტესტო აქცია არ დასრულდება.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ათასობით ადამიანი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებს.

მათი მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics