|
2018-05-12 10:17:47, 1420 ნახვა
საზოგადოება
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“- ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 60-მდე პირია დაკავებული
წუხელ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 60-მდე პირი არის დაკავებული, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, - ამის შესახებ ინფორმაციას „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმი სასტიკად გაუსწორდა კლუბებში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს. „საქართველოს ხელისუფლება წუხელ სპეცდანიშნულების რაზმებით შეიჭრა და დაარბია თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, სასტიკად სცემა და გაუსწორდა იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელკეტებით დაარბია და დააკავა კლუბების მფლობელები და მოქალაქეები, რომლებიც კლუბებისა და იქ მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცავთა მიზანი ე.წ.ნარკორეალიზატორების დაკავება გახლდათ, მაგრამ ეს ტყუილია! კარგად გვახსოვს, რომ ამ სპეცოპერაციას წინ უძღვოდა რამდენიმეთვიანი ბინძური კამპანია საკლუბო სცენისა და დამოუკიდებელი მოძრაობების წინააღმდეგ. კამპანიას სათავეში ედგნენ ფაშისტური დაჯგუფებები, ანგაჟირებული პრორუსული რეგრესული ძალები, რომლებიც უკვე წლებია მიზანმიმართულად ებრძვიან დამოუკიდებელი საქართველოს ახალგაზრდული კულტურის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებს. ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის ერთადერთ სფეროს, რომელმაც არამხოლოდ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, არამედ პირველ რიგში, სწორედ მისი სოციალური ღირებულებებიდან გამომდინარე უჭირავს წამყვანი ადგილი მსოფლიო სცენაზე. ამ სამარცხვინო ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში. ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკომპრომისოდ ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების - თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად! შემოგვიერთდით დღეს, 15:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ!“- ნათქვამია „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)