13:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 18:08:55, 372 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ქადაგიძე: ანტისაბანკო განწყობების გაღვივება ძალიან სახიფათო თამაშია

„ანტისაბანკო განწყობების გაღვივება, ანტისაბანკო ხაზზე პოპულიზმი და თუნდაც მოკლევადიანი დივიდენდების დაწერა არის ძალიან სახიფათო თამაში“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა,

„ბანკირები არ უყვართ ბევრ ქვეყანაში, ესა არაა ახალი ფენომენი, მაგრამ ანტისაბანკო განწყობების გაღვივება, ანტისაბანკო ხაზზე პოპულიზმი და თუნდაც მოკლევადიანი დივიდენდების დაწერა, არის ძალიან სახიფათო თამაში. ეს არის დადასტურებული უამრავი საერთაშორისო მაგალითით და ძალიან ბევრ ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა ასეთი გზით სიარული. მე დაწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, რაც უამრავმა ქვეყანამ გააკეთა, როგორც სამხრეთ ამერიკაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ქართულ კომერციულ ბანკებს მაღალი მოგება აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება. 
„მინდა გამოვეხმაურო მითებს ბანკების ზემოგების შესახებ, ესეც არის ტყუილი. 2014 წელს საბანკო სექტორის  ჯამური მომგებინაობა უკუგება აქტივებზე იყო 2,5%, უკუგება კაპიტალზე იყო 14%. არანაირ ზემოგებას ჩვენი ბანკები არ ნახულობენ. ესაა სრულ შესაბამისობაში განვითარებადი ქვეყნების სტანდარტებთან. 10 წლის წინ საუბარი იყო საბანკო კრედიტების ხელმიუწვდომლობაზე, 5 წლის წინ საუბარი იყო საპროცენტიო განაკვეთების სიდიდეზე. მივაღწიეთ, რომ საბანკო კრედიტი არის ხელმისაწვდომი, ასევე საპროცენტო განაკვეთები არის შესაბამისობაში და მაქსიმალურად დაბალი იმ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რა ეკონომიკაც ჩვენ დღეს გვაქვს“, - აღნიშნა გიორგი ქადაქიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics