23:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 17:56:00, 1511 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია - ისე როგორც არასდროს, ბიზნესი თავისუფალი და დაცულია

„აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია. ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენები, მონოპლიზირებული სფეროები სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი, ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა“, -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე განაცხადა.

ივანიშვილის განცხადებით,  დღეს საქართველოს ისტორიაში, ისე როგორც არასდროს, ბიზნესი თავისუფალი და დაცულია.

„დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავრი სოციალური ინსტიტუტი,  ადამიანის განვითარების ძირითადი საფუძველი, კერძო საკუთრება რომელიც წინა ხელისუფლების დრო ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო. აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია. ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენები, მონოპლიზირებული სფეროები სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობა და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს ისე როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში თავისუფალი და დაცულია ბიზნესი. ქვეყანაში დოვლათის და კეთილდღეობის შექმნის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.  სწორედ ამან განაპირობა რომ მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში არასტაბილურობის მიუხედავად საქართველო ყველა ორგანიზაციის შეფასებით  კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ლიდერობს რეგიონში, ხოლო სავალუტო ფონდის განახლებული ბოლო მონაცემებით, მომავალი ექვსწლიანი ზრდის პროგნოზული მონაცემებით საქართველო ლიდერი არა თუ რეგიონში, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორით.“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics