22:54 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 17:21:31, 1920 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

მას ყრილობაზე დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ასევე ყრილობამ პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა: ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, დავით საგანელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი

შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს წევრები აღარ არიან: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, დეპუტატი თემურ ჭკუასელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, ზვიად კვაჭანტირაძე, ირინა ფრუიძე, დავით კოღუაშვილი, ნოდარ ხადური, ზვიად გონაძე და რომან კაკულია.

აღსანიშნავია, რომ პოლიტსაბჭოს სულ 25 წევრი ჰყავდა, თუმცა ახლა საბჭო 15 პირისგან შედგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics