09:31 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 15:26:18, 3289 ნახვა

მსოფლიო
ალიევი: აზერბაიჯანელი ხალხი საკუთარ მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის და არასდროს იქნება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევი  სომხეთის ახლად არჩეული პრემირ- მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყებად მზაობა გამოთქვა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოლაპარაკებებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად უნდა აღდგეს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია უნდა შესრულდეს. ამ რეზოლუციებში ღიად მითითებულია, რომ საოკუპაციო ძალები უპირობოდ უნდა იქნას გამოყვანილი დაპყრობილი მიწებიდან. კონფლიქტის გადაჭრის სხვა გზები არ არსებობს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება მოლაპარაკებების საგანი. აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს. ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხზე. აზერბაიჯანს საკმარისი შესაძლებლობები აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალურ დონეზე. ჩვენს გარეშე რეგიონში ვერც ერთი პროექტი ვერ განხორციელდება. რაც უფრო ადრე გაიგებენ სომხეთში ამ რეალობას, მით უფრო ადრე დარეგულირდება კონფლიქტი“,- განაცხადა ალიევმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics