03:03 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 14:13:40, 1306 ნახვა

საზოგადოება
TI - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსუბუქი და კლუბური ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს,  რომ მსუბუქი და კლუბური ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვან.

კერძოდ, კითხვაზე უნდა მოიხადოს თუ არა სასჯელი ადამიანმა შემდეგი ტიპის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო, გამოკითხულთა 72%-მა აღნიშნა, რომ არ უნდა მოიხადოს, 25%-ის თქმით, უდნა მოიხადოს.

რაც შეეხება კლუბურ ნარკოტიკს, 56% მიიჩნევს, რომ კლუბური ნარკოტიკების პირადი მოხმარების გამო მოქალაქეებმა სასჯელი არ უნდა მოიხადონ, 36% კი, დასჯის მომხრეა.

53% აცხადებს, რომ ინტრავენური ნარკოტიკების (მორფი, ჰეროინი) პირადი მოხმარების გამო, ადამიანმა ციხის სასჯელი უნდა მოიხადოს, 43% კი, მიიჩნევს, რომ ისინი ციხეში არ უნდა ჩასვან.

კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics