02:57 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 12:03:09, 1516 ნახვა

საზოგადოება
TI - გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა.

კერძოდ, კითხვაზე - ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა თუ არა ხალხის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ? - 48% აცხადებს, რომ უარესობისკენ შეიცვალა, 28%-ის აზრით უკეთესობისკენ, 16%-მა აღნიშნა, რომ არ შეცვლილია, 8%-მა კი, პასუხზე უარი განცხადა.

რაც შეეხება დაფინანსებას, გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს, 30%-ს თქმით, არ უნდა ფინანსდებოდეს, ხოლო 8%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გარდა ამისა, კვლევი მიხედვით, გამოკითხულთა 40%–ს მიაჩნია, რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი, 52% კი არჩევს, რომ ეს საჯაროდ არ განიხილონ. ამასთან, 2%-მა აღნიშნა, რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერის იცის, 6%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics