|
2018-05-11 11:25:33, 816 ნახვა
რეგიონი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: სოფელ ნიქოზთან მაისში გავლებული ზოგიერთი ხნული ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ხნულების გავლების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, მათ ყურადღებით შეისწავლეს მიმდინარე აქტივობები და ნიქოზის მახლობლად გაძლიერებულ პატრულირებას აწარმოებენ. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მაისში გავლებული ზოგიერთი ხნული ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს. მისია გააგრძელებს დაკვირვებას, აღბეჭდვასა და მოხსენებას მიმდინარე ყველა ქმედებაზე, რომლებიც გადაადგილების თავისუფლებასა და სტაბილურობას ხელს უშლის. მისია აღნიშნავს, რომ სიტუაციის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მხარეები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრაზე, 15 მაისს მიიღებენ“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)