|
2018-05-11 10:15:14, 2509 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონმა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე, დეპუტატი კიმ ტორა წარადგინა
კატალონიის ყოფილმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე უარი განაცხადა და მთავრობის მეთაორის პოსტზე პარლამენტის წევრი ქუიმ ტორა წარადგინა. კატალონიელმა კანონმდებლებმა 22 მაისამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ უხელმძღვანელებს მთავრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ არჩევნების გამართვა გახდება საჭირო. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მიუხედავად პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობისა, ტორა პარლამენტში ხმების უმრავლესობას მიიღებს. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული კატალონიის დამოუკიდებლობისთვის არსებულ მოძრაობასთან, კერძოდ, მას მხარს უჭერს პუჩდემონის პარტია „ერთად კატალონიისთვის“ და პარტია „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელები“. პუჩდემონის მიერ კატალონიის ლიდერის პოსტზე წარდგენილი ტორა იურისტი და ჟურნალისტია. ის რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფის აქტიური მხარდამჭერია და რამდენიმე წიგნიც აქვს გამოცემული კატალონიის ისტორიის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)