09:30 - 30 Apr, 2026
|
2018-05-10 19:42:38, 2355 ნახვა
მსოფლიო
მერკელი: ევროპას აღარ შეუძლია უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს ბოლომდე დაეყრდნოს
ევროპას აღარ შეუძლია უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს ბოლომდე დაეყრდნოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის კარლოს დიდის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ საკუთარი ბედი თავად უნდა განსაზღვროს. „აღარ არის ისე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ გვიცავს. ევროპამ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ეს არის ჩვენი სამომავლო ამოცანა“,– განაცხადა კანცლერმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა, შეთანხმების ევროპელმა მონაწილეებმა კი განაცხადეს, რომ პირობების შესრულებას განაგრძობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)