|
2018-05-10 17:54:20, 1300 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები დასაქმების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები დასაქმების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ. კვირიკაშვილის თქმით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდება ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება; საჭირო უნარების განვითარების მიზნით, დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება/გადამზადება, ასევე, მოეწყობა ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებები. „სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის - ,,Save the Children Nederland“ მხარდაჭერით ახორციელებს, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი დასაქმების პოტენციალის გაზრდას. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი, ფინანსური მხარდაჭერის სახით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე იმუშაონ. მათ შორის, განხორციელდება: - ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება და, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი სატრენინგო მოდულების და ონლაინ პლატფორმების შემუშავება; - საჭირო უნარების განვითარების მიზნით, დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება/გადამზადება; მოეწყობა ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებები”, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ეს პროექტი დაეხმარება ახალგაზრდებს იმ უნარების განვითარებაში, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა. „ეს კვლევაც მოგვცემს საშუალებას, რომ გამოვავლინოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს. იმედი მაქვს, ეს პროექტი ხელს შეუწყობს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების იმ განსაკუთრებული უნარების განვითარებას, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება ყოველწლიურად დაახლოებით 700 ათასიდან მილიონ ლარამდე დაფინანსებას გამოყოფს და წელიწადში 60-მდე პროექტს აფინანსებს, რის შედეგადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში უკვე დასაქმებულია 350-მდე ახალგაზრდა, შექმნილია 60 სოციალური საწარმო, მათ შორის: ხეზე კვეთის, მინანქრის, ზოგადად ხალხური რეწვის საწარმოები, ლიტერატურული კაფეები, სათბურები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოები და ა.შ. 100-ზე მეტი კულტურულ-საგანმანათლებლო და 50 სპორტული პროექტი არის განხორციელებული. აგრეთვე, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალგაზრდული იდეების კონკურსი და მისი დაფინანსება, გარდა იმისა, რაც უკვე მოგახსენეთ, დამატებით 750 000 ლარი იქნება. ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)