|
2018-05-10 14:28:16, 1816 ნახვა
პოლიტიკა
ბრიჯიტ ბრინკი: საქართველო დემოკრატული და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით ლიდერია
ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიჯიტ ბრინკმა. მან ვრცლად ისაუბრა საქართველო-აშშ-სს სტარტეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან მრავალი წლის განმალობაში. „ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ადმინისტრაცია მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორს, განსაკუთრებით გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. საქართველოსა და ამერიკას შორის ტრადიციულად მტკიცე ურთიერთობები არსებობს და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს ურთიერობები კიდევ უფრო განმტკიცდა, კერძოდ, უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობისა და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობის მიმართულებით", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა სიტყვით გამოსვლისას. მან აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითად მოიყვანა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი სამი თვის განმალობაში პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი და ვიცე-პრეზიდენტის პენსის ვიზიტი თბილისში გასულის წლის ივლისში. საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლემა ხაზი გაუსვა კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ისუაბრა 2018 წლის საბიუჯეტო კანონში საქართველოს მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე, ასევე მნიშვნელოვან ცანაწერზე, რომლის თანახმადაც აშშ-ის მხრიდან იზღუდება იმ მთავრობების დაფინანსება, რომლებიც აღიარებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს. "საყოველთაოდ ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია:რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას"-განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველო მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმარტულებით. „ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მთავრობის პრაგმატულ ძალისხმევას იპოვოს წინ მიმავალი გზა და მიაჩნია, რომ მხოლოდ კომუნიკაციის, დიალოგის გაგრძელების გზით შესძლებს საქართველო ორივე რეგიონის ხალხებთან კონტაქტების გაძლიერებას", - აღნიშნა ბრინკმა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა რომ აშშ დიდად აფასებს საქართველოს მეირ გაღებულ მსხვერპლს. მისი განცხადებით, აშშ მზადაა გააღრმავოს საქართველოსთან ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. „ორი ათწლეულია აშშ მუშაობს როგორც ორმხრივად, ისე ნატოს პარტნიორებთან, ნატოს სტანდარტების შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით"-განაცხადა ბრინკმა. მან ასევე ისუაბრა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე „ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. საქართველოს გარდა არავის შეუძლია გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. არც ერთ ქვეყანას არ აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ვეტო დადების უფლება", - განაცხადა ბრინკმა. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ლიდერია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით. „საქართველოს ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც დასავლეთში ინტეგრაციისკენაა ორიენტირებული. საქართველო ლიდერია დემოკრატული და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით. აშშ მხარს უჭერს პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზეა ფოკუსირებული და საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიან გეგმას, რომელიც მთელ რიგ ნაბიჯებს ითვალისწინებს განათლების სისტემის გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაბანდების, საგადასახადო სისტემის გამარტივებისა და სასამართლო რეფორმების გატარების მიმართულებით", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)