2018-05-10 13:04:17, 1438 ნახვა
საზოგადოება
ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა ფედერაციის ყრილობა დატოვეს
ძიუდოისტებმა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც ისინი აცხადებენ, ყრილობაზე მათი პრობლემების მოსმენა არ ისურვეს და მხოლოდ დასწრების სურვილი მისცეს.
”შევედით, ჩვენი პრობლემები დავაფიქსირეთ, არ იყო მოსმენის სურვილი და ამიტომ დავტოვეთ სხდომა. მხოლოდ დასწრების უფლება მოგვცეს”, - აღნიშნა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.
ძიუდოისტები ფედერაციის ყრილობაზე მცირეოდენი წინააღმდეგობის შემდეგ შეუშვეს. ყრილობას ესწრებოდნენ ეროვნული ნაკრების წევრები - ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი და მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი. ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ავტორი: ,