2018-05-10 12:19:19, 1359 ნახვა
საზოგადოება
სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც ძიუდოს ფედერაციის ყრილობა იმართება, ხმაურია
სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც ძიუდოს ფედერაციის ყრილობა იმართება, ხმაურია.
„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ყრილობაზე დასასწრებად ძიუდოს ნაკრების წევრები მივიდნენ, თუმცა მათ კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით მათი ნაწილი ყრილობაზე შეუშვეს.
სპროტსმენები უკვე რამდენიმე დღეა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, თუმცა როგორც ცნობილია, ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა დღეს თავად მოუწოდა ძიუდოისტებს, ყრილობაზე მისულიყვნენ და მის წინააღმდეგ ბრალდებები დაესაბუთებინათ.
ცნობისთვის, ყრილობაზე დავით ქევხიშვილი მისი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ავტორი: ,