13:22 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 11:52:29, 1472 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ი.ჩ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 23 იანვარს ი.ჩ.-მ მეუღლეს - ლ.ქ.-ს ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა მიყენებული დაზიანებებისგან გონება დაკარგა, თუმცა ი.ჩ. მაინც აგრძელებდა მის ცემას. ი.ჩ.-ს დანაშაულებრივი ქმედებით, ლ.ქ.-ს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიადგა.

სამართალდამცველებმა ი.ჩ. 2018 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics