|
2018-05-09 12:25:58, 2559 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი ოფიციალურ თეირანს მოუწოდებენ, ბირთვული შეთანხმების შესრულება გააგრძელოს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ირანს მოუწოდებენ, 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების შესრულება გააგრძელოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. „მოვუწოდებთ ირანს, აშშ-ს გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ თავშეკავებულობა გამოიჩინოს. ირანის ხელისუფლებამ შეთანხმების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უნდა გააგრძელოს. გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები ინარჩუნებენ შეთანხმებისადმი ერთგულებას და მზად არიან მის სხვა მონაწილეებთან მუშაობა გააგრძელონ, რათა შეთანხმების პირობების შესრულება არ შეჩერდეს. არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს იმაში, რომ ირანის ბირთვული პროგრამა იქნება მშვიდობიანი. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ჩვენი საგარეო მინისტრები ყველა პარტნიორ და დაინტერესებულ ქვეყანას დაუკავშირდებიან“, - ნათქვამია მაკრონის, ტერეზა მეის და მერკელის ერთობლივ კომუნიკეში. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ბირთვული შეთანხმება 2015 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიდო. ირანის და ამერიკის გარდა, შეთანხმებას ხელი დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა მოაწერა. 2016 წელს ირანს საერთაშორისო სანქციების ნაწილი მოუხსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)