|
2018-05-09 11:59:43, 2548 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გამოვიდეს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან მცდარია
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრი სახლის მოქმედი ლიდერის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე მცდარს უწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც ობამამ აღნიშნა, ირანი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა და ტრამპს შეთანხმება არ უნდა დაეტოვებინა. "სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის საფრთხის ქვეშ დაყენება, მით უმეტეს, რომ ირანს შეთანხმება არ დაურღვევია. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში აშშ შეიძლება აღმოჩნდეს ცუდი არჩევნის წინაშე: ირანმა შეიძლება ბირთვული იარაღი მიიღოს და ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ახალი ომი დაიწყოს. შეთანხმებაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ამერიკამ ზურგი აქცია თავის მოკავშირეებს და შორდება შეთანხმებას, რომელიც მოწინავე ამერიკელმა დიპლომატებმა, მეცნიერებმა და დაზვერვის სფეროში პროფესიონალებმა შეიმუშავეს“, - აღნიშნა ობამამ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ბირთვული შეთანხმება 2015 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიდო. ირანის და ამერიკის გარდა, შეთანხმებას ხელი დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა მოაწერა. 2016 წელს ირანს საერთაშორისო სანქციების ნაწილი მოუხსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)