2018-05-08 20:50:17, 1750 ნახვა
საზოგადოება
ქსანში ავტოავარიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი 6 წლის ბაშვია - დაშავდა 13 ადამიანი
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, 13 კი, დაშავდა.
გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი 6 წლის ბავშვია.
როგორც ცენტრში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 5 ეკიპაჟი მუშაობდა. დაშავებულები მცხეთის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგა საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ავტორი: ,