09:30 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 13:54:33, 2206 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრად ფრაქცია „ელკის“ თავმჯდომარე  ნიკოლ ფაშინიანი აირჩიეს.

კენჭისყრა პარლამენტში ცოტა ხნის წინ გაიმართა. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42  წინააღმდეგი იყო.

მეორე ტურში, ფაშინიანის კანდიდატურა ფრაქცია "ელკმა", "ბლოკ ცურუკიანმა" და "დაშნაკციუთუნმა" წარადგინა.

შეგახსენებთ,  რომ სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ, რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.

პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერია შეკრებილი, ისინი ფაშინიანის არჩევას ზეიმობენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics