09:30 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 12:23:09, 2123 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებას, შეგვიძლია სირიაზე ახალი დარტყმები განვახორციელოთ

საფრანგეთს კვლავ შეუძლია სირიაზე ახალი დარტყმები განხორციელოს, თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოყენებას, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ რადიოსადგურ RTL-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 14 აპრილს განხორციელებული დარტყმა გამაფრთხილებელი იყო.

„სირიის დაბომბვის მიზანი იყო, რომ ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს. თუ ასე მოხდება, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დარტყმის განმეორების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ფლორენს პარლიმ.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს აღმოსავლეთ ღუტაში სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის რამდენიმე ობიექტი 100-ზე მეტი რაკეტით დაბომბეს. ოფიციალური დამასკო ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics