2018-05-08 11:26:19, 1593 ნახვა
სამართალი
გორში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს
გორის რაიონის სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ,