2018-05-08 10:54:50, 1494 ნახვა
სამართალი
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი, დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ,