|
2018-05-08 10:16:05, 1336 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა. ძალოსნობის ფედერაციისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჯილდოები სპორტის ამ სახეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიორგი კვირიკაშვილმა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენს - ლაშა ტალახაძეს და ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, ესპანელ ლიდია ვალენტინს, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად გადასცა. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს აღიარება მიულოცა და დაჯილდოების ცერემონიის თბილისში ჩატარებისთვის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მადლობა გადაუხადა. „2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ჩვენი სახელოვანი ქართველი სპორტსმენის დასახელება ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულია. მინდა, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, მრავალგზის რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს მივულოცო ეს ძალიან საპატიო ტიტული. ასევე, მთელი სულითა და გულით ვულოცავ ესპანეთის წარმომადგენელს, ქალბატონ ლიდია ვალენტინს ამ ძალიან საპატიო ტიტულის უკვე ზედიზედ მეორედ მინიჭებას. ასევე, ვულოცავ ჩვენს მეგობარ ესპანელ ხალხს და ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ რეკორდული რაოდენობის - 9 804 ხმა მიიღო, რაც ყველასთვის საამაყოა. პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატება მიულოცა საქართველოს ძალოსნობის ფედერაცის პრეზიდენტს - "ასევე ქართულ ლეგენდა კახი კახიაშვილს, ლაშა ტალახაძის მთავარ მწვრთნელს, გამოჩენილ, საამაყო ქართველ სპორტსმენ გიორგი ასანიძეს და მთელს საქართველოს". მთავრობის მეთაურმა ლაშა ტალახაძეს ოჯახის შექმნაც მიულოცა და უსურვა, ახლად შექმნილმა ოჯახმა საქართვეელოს კიდევ არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი შემატოს. პრემიერ-მინისტრმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ სახელოვან სპორტსმენებს, როლებმაც ქვეყანას არაერთი დიდი სიხარული აჩუქეს. "მინდა, დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო თითოეული თქვენგანის ღვაწლის წინაშე და მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი სიამაყე, არაერთი მომავალი თაობის შთაგონების წყარო და მომავალშიც იქნებით", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს. მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონიას რუსთაველის თეატრში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ტომაშ აიანი, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ხასან აკუში, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)