2018-05-07 17:59:36, 1722 ნახვა
სამართალი
მარნეულში 21 წლის ბიჭი მოკლეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიფ-გოჯალოში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნამაზ ვალიევი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.
შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ,