22:53 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 16:43:39, 1973 ნახვა

პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა ერთი თვით გადაიწია

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა ერთი თვით გადაიწია.

ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დააყენა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება არ შეიძლება.

"დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა. დღეს რამდენიმე განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თითქოს ეს ფატალური შედეგი კანონის მიუღებლობით არის განპირობებული, რაც სიმართლისგან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ინიციატორებს, იქნებ გადავწყვიტოთ კიდევ ერთხელ, არ შეიძლება დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება და კიდევ ერთი თვით საკონსულტაციოდ გავაგრძელოთ ვადა კანონის განხილვისათვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სავარაუდოდ ნორკოტიკული ინტოქსიკაციის გამო 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათ სავარაუდოდ კლუბური ნარკოტიკი "მეთოდრონი" მიიღეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics