2018-05-07 15:55:08, 1685 ნახვა
საზოგადოება
„დაილუქოს ახალგაზრდების სახოცი დაწესებულება“ - ნათელაშვილი კლუბ „ბასიანის“ დახურვას ითხოვს
„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, კლუბ „ბასიანის“ დახურვას და მისი ხელმძღვანელების დასჯას ითხოვს.
ნათელაშვილმა პროკურატურას მოუწოდა, გამოიძიონ მოხდა თუ არა გარდაცვლილი ახალგაზრდების ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია ამ კლუბში და ამისთვის უწყებას 24-საათიანი ვადა მისცა.
„დაილუქოს აი ეს ახალგაზრდების სახოცი დაწესებულება. მართალია განაცხადა ივანიშვილის ოჯახმა, რომ ტყუილია, ჩვენი არ არის გვაბრალებენო, მაგრამ ასეთივე ტყუილია, როგორც ოქროს საბადო რომ არ არის მათი ბოლნისში და როგორც ნარკომანი დიჯეები ბერას „ფეისბუქ“ მიმართვით არ გაათავისუფლეს ციხიდან რამდენიმე თვის წინ. აი ეს ისეთივე ტყუილია. მიწა დაიწვება თქვენს ფეხ ქვეშ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
ავტორი: ,