|
2018-05-07 13:14:59, 2192 ნახვა
მსოფლიო
მედია: ჯინა ჰესპელი CIA-ს ხელმძღვანელის პოსტზე უარის თქმას აპირებდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი ჯინა ჰასპელი შეთავაზებულ თანამდებობზე უარის თქმას აპირებდა. მედიის ცნობით, მან უკვე სთხოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციას უარი თქვან მის კანდიდატურაზე. „ამ გზით სურს მას თავი აარიდოს აშშ-ს სენატში ოთხშაბათს მისი გამოსვლისთვის დაგეგმილ მძიმე კითხვებს, ასევე CIA-სა და საკუთარი თავისთვის რეპუტაციის შესაძლო გაფუჭებას“,- წერს The Washington Post-ი. სენატში მისი კანდიდატურის განხილვა 9 მაისს არის დაგეგმილი. ჯინა ჰესპელი პირველი ქალია ისტორიაში, რომელიც ამერიკულ დაზვერვას უხელმძღვანელებს. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცით. 2002 წელს ჰასპელი ტაილანდში საიდუმლო ციხეს ხელმძღვანელობდა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ დაკითხვის დროს წამებას მიმართავდნენ. მას ამგვარი დაკითხვის ამსახველი ვიდეო ჩანაწერების განადგურებაშიც ადანაშაულებენ. 61 წლის ჯინა ჰასპელმა CIA-ს დირექტორის პოსტზე მაიკ პომპეო უნდა შეცვალოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)