09:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 16:41:33, 1472 ნახვა

კომენტარი
მეუფე ანდრია: იმედია, მომავალ წლებში ერთად მივალთ სოფელ აძვისთავის ტაძარში და ვიზეიმებთ გიორგობის დღესასწაულს

იმედი გვაქვს, მომავალ წლებში ყველანი ერთად მივალთ აძვისთავის ტაძარში და ვიზეიმებთ გიორგობის დღესასწაულს, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის სამების ეკლესიაში პარაკლისის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მიტროპოლიტმა ანდრიამ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

„გავრცელდა განცხადება ცხინვალის ადმინისტრაციის მიერ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები კონფლიქტის განვითარების პროვოცირებას ახდენენ. მოვდიოდით ქალებთან და ბავშვებთან ერთად სასულიერო პირები და რა უნდა ჩაითვალოს პროვოცირებად, ჩემთვის უცნაურია. იმედი გვაქვს, მომავალ წლებში ყველანი ერთად მივალთ აძვისთავის ტაძარში და აქაურებიც და იქაურებიც ერთად ვიზეიმებთ გიორგობის დღესასწაულს“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.

დე ფაქტო ხელისუფლება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებლის და მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილს პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა „სპუტნიკს“ განუცხადა. 

მისი თქმით, ღონისძიება რომლის ფარგლებშიც „ქართველი მღვდლები და მრევლი საზღვრის გადაკვეთას აპირებენ“, 5-6 მაისს არის დაგეგმილი. 

„ეს პროვოკაციული ქმედებებია, რომლებმაც შეიძლება სერიოზულად გაართულოს სიტუაცია“, - განაცხადა ჯიოევმა. 

მან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საკითხის დარეგულირებისკენ მოუწოდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics