22:53 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 12:16:17, 2097 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ჩვენ დავასრულებთ ფეოდალის ბოგინს თბილისში, ისევე როგორც დავასრულეთ აჭარაში

ჩვენ დავასრულებთ ფეოდალის ბოგინს თბილისში, ისევე როგორც დავასრულეთ აჭარაში- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. 

სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და საქართველოს მოსახლეობას აჭარის გათავისუფლების დღე მიულოცა.

მისი თქმით, 2004 წლის 6 მაისს აჭარაში დასრულდა სეპარატისტული გადახრა, ჩაიშალა დღის გეგმები და გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველს გაერთიანებისკენ.

„ეს გააკეთეს თვითონ აჭარლებმა, ეს გააკეთა აჭარის ჩვეულებრივმა, მაგრამ განსაკუთრებულმა ხალხმა და მე უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი. ეს არის თქვენი დღესასწაული და სრულიად საქართველოს დღესასწაული. რა თქმა უნდა გამიხარდებოდა თქვენთვის მომელოცა არა ამსტერდამის ქუჩებიდან, არამედ ბათუმის ბულვარში ვყოფილიყავი ამ ველოსიპედით, მაგრამ არა უშავს, ეს დროც დადგება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის დაბრუნდება საქართველოში და განახორციელებს იმ პროექტებს, რომელიც მისი თქმით, დღეს გაჩერებულია.

"ჩვენ დავასრულებთ ფეოდალის ბოგინს თბილისში, ისევე როგორც დავასრულეთ აჭარაში. ჩვენ დავუბრუნებთ საქართველოს განვითარებას. ჩვენს დავუსვამთ წერტილს მევახშოკრატიას და ე.წ. სინამდვილეში ნამდვილი ბანკებიც არ არის, ნამდვილი მევახშეების დიქტატს და შეთქმულებას ქართველი ხალხის წინაშე. ჩვენ გამოვიყვანთ ხალხს გაჭირვებიდან", - განაცხადა სააკაშვილმა.  









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics