|
2018-05-05 17:02:56, 1956 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფილიპინებში ვიზიტისას, იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა. მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, განიხილეს იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, ისეთ სფეროებში როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა. როგორც აღინიშნა, ორი ქვეყანა, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ტურიზმის მიმართულებით. ხაზი გაესვა იმ ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, რომლის საშუალებითაც იაპონიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს, ესენია: იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ( JICA) რომლის საშუალებით იაპონიის მთავრობა ახდენს სასესხო ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის (ODA) ფარგლებში განხორციელებული საგრანტო და ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ინფრასტრუქტურის სექტორში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას. აღსანიშნავია, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე, წელს იწყება ერთ-ერთი რთული მონაკვეთის (შორაპანი-არგვეთა) მშენებლობა. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული წარმატებული თანამშრომლობა, იძლევა კარგ საფუძველს, მომავალში საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში უფრო გაღრმავდეს და დინამიურად განვითარდეს.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)