21:58 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 09:48:48, 1731 ნახვა

პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე: მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.

„ორი დღის განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ერთი მხრივ, უმძიმესი ბრალდებები, მეორე მხრივ, ამ ბრალდებებისგან გაქცევის მცდელობა. ვისმენთ ათასნაირ შეფასებებს, მოგვიწოდებენ – რომ ნუ მივაქცევთ ყურადღებას, ნუ ჩავვარდებით პანიკაში და ასე შემდეგ… თუ მათ არ აქვთ უნარი, მიმართონ შესაბამის ორგანოებს და დაიწყონ შესაბამისი პროცედურები, კიდევ უფრო გავუმარტივებთ საქმეს – არსებობს ამის, ასე ვთქვათ, საპარლამენტო გამოცდილება. რეგლამენტი ზედმიწევნით იციან და კონსტიტუციაც ეცოდინებათ -არსებობს იმპიჩმენტის პროცედურა და როდესაც ქვეყნის მეორე თანამდებობის პირი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს ქვეყნის პირველ პირს – საქართველოს პრეზიდენტს, აუცილებელია, უბრალოდ ამას ხალხის და ქართული სახელმწიფოს პრესიტიჟი ითხოვს, რომ ამის თაობაზე დაიწყოს იმპიჩმენტის შესაბამისი პროცედურა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ დავინახავთ იმას, რომ ან მართლაც უპასუხისმგებლო განცხადებებს ვისმენთ ყოველდღიურად და ამით ვსტრესავთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ ქართულ საზოგადოებას, ან უბრალოდ ვაკეთებთ განცხადებას და მერე არ გვაქვს უნარი, რომ ამ განცხადებებს ბოლომდე მივდიოთ“, – განაცხადა ჩიხრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics