|
2018-05-04 13:33:26, 1413 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა ჟან კლოდ პირეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა თბილისში AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს გახსნის შემდეგ. საუბრისას, ხაზი გაესვა ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის რეფორმის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე აღსანიშნავია AFD-ის მიერ საპენსიო სისტემის რეფორმის მხარდაჭერისთვის გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. ფინანსთა მინისტრმა ჟან კლოდ პირეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისათვის როგორიცაა: ხაშურის წყალმომარაგების სექტორის მშენებლობა, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სფეროში რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. AFD სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნების პოლიტიკას სიღარიბის დაძლევის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულები. საქართველოში AFD-ის შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს სუვერენული და არასუვერენული დაფინანსება ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში. ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა ჟან კლოდ პირეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა თბილისში AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს გახსნის შემდეგ. ფინანსთა მინისტრმა ჟან კლოდ პირეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისათვის როგორიცაა: ხაშურის წყალმომარაგების სექტორის მშენებლობა, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სფეროში რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. AFD სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნების პოლიტიკას სიღარიბის დაძლევის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულები. საქართველოში AFD-ის შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს სუვერენული და არასუვერენული დაფინანსება ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)