08:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 13:03:15, 2223 ნახვა

მსოფლიო
მილოშ ზემანი: ჩეხეთში ვაწარმოეთ და დავტესტეთ ე.წ ნოვიჩოკი

ჩეხეთში  აწარმოეს და ტესტირება ჩაატარეს ნერვულ-პარალიტურ შხამ A230-ზე (ე.წ. ნოვიჩოკი), - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ტელეარხ Barrandov-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მომწამვლელი ნივთიერება А230 2017 წლის ნოემბერში მცირე ოდენობით ჩეხეთის ქალაქ ბრნოში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტშიც აწარმოეს. ის გამოსცადეს კიდეც და მალევე გაანადგურეს.

"ჩემი დასკვნა არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებდით და ტესტირება ჩავატარეთ ე.წ ნოვიჩოკზე, თუმცა მცირე რაოდენობით, რაც შემდეგ განადგურდა. ჩვენ ვიცით, როდის და სად იყო, ფარისევლობა იქნება ვთქვათ, თითქოს არაფერი მომხდარა. შხამის შესწავლის მიზეზები არ მიკითხავს, მაგრამ ვიცი რომ განადგურდა“,- განაცხადა ზემანმა.

მანამდე ეს ცნობა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რის საფუძველზეც ზემანმა მისი გადამოწმება უსაფრთხოების და ინფორმაციის სამსახურს დაავალა.

პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო ისტორიის ინსტიტუტი და ასევე ბირთვული უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ეს ნივთიერება „ნოვიჩოკის“ კლასის სრულად არ იყო და ერთგვარად განსხვავდებოდა მისგან.

 შეგახსენებთ, რომ სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან გააძევეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics