09:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 21:48:17, 1708 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია პიროვნულად მძიმედ გადავიტანე - მთელი მედია და საექსპერტო საზოგადოება ამას მე მაბრალებდა

როდესაც მოხდა ბარნოვის ტრაგედია, ერთი კვირა, მთელი მედია, საექსპერტო საზოგადოება და ასე შემდეგ ამ ტრაგედიას მე მაბრალებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, კითხვები შს უწყების და პარლამენტის მიმართაც უნდა დასმულიყო. მისივე თქმით, მან მომხდარი ტრაგედია პიროვნულად მძიმედ გადაიტანა.

"გუშინ, ირმა ინაშვილმა სწორი შენიშვნა გააკეთა ბოლშევიზმის მიმართულებით. ზუსტად 3 კვირის წინ, როდესაც მოხდა ბარნოვის ტრაგედია, ერთი კვირა, მთელი მედია, საექსპერტო საზოგადოება და ასე შემდეგ ამ ტრაგედიას მე მაბრალებდა. მე პიროვნულად მძიმედ გადავიტანე ეს ტრაგედია. ერთი კვირის თავზე დავსვი კითხვა - ის კრახი რაც მოხდა და პოლიციას დაემართა, რომ ქალი მივიდა პოლიციაში, უთხრა, რომ მოკვლას უპირებენ და 2 საათში მოკლეს,  - ამაზე კითხვა არ უნდა დავსვათ?! არ გვადარდებს, რომ იმ პოლიციის განყოფილებაში კიდევ შეიძლება მივიდეს ქალი, კიდევ თქვას, რომ ერთ საათში მომკლავენო და დაბრალდეს მერე პრეზიდენტს. ამ რეალობაში ცხოვრება ჩემთვის კი არ არის პრობლემა, არამედ საზოგადოების პრობლემაა. ძალიან სწორი კითხვები დაისვა ჩემი მისამართით, თუმცა საზოგადოება, დარჩა იგივე პოზიციაზე და არ დასვა კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, თუ რა გააკეთას მათ ამ ფაქტის შემდეგ, ან თუნდაც არ დაინტერესდა მიიღო თუ არა პარლამენტმა ფემიციდის უფრო გართულებული ფორმები - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პროპაგანდისტულ გარემოში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics