09:10 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 21:20:48, 1493 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: გუშინ საქართველოს პარლამენტში მოხდა კონსტიტუციის გარანტისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

გუშინ, საქართველოს პარლამენტში უცოდინრობით, შიშით, თუ რატომ არ ვიცი, მაგრამ მოხდა გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის გარანტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მას დებატებში ჩართვის სურვილი ჰქონდა, თუმცა პარლამენტმა ამის შესაძლებლობა არ მისცა. 

„არ გავბრაზებულვარ, სამწუხაროდ, გავბეზრდი და გამიკვირდა. მერამდენი პარტიას ვიცვლი მე, ჩემზე მომართული და მესიჯბოქს აწყობილი ახალგაზრდების. მერამდენედ უნდა ვნახო ამათი აგრესია და მერე მათი დაკარგვა არეალიდან. დავიღალე ამის მოსმენით და ვიდარდე რომ არ შედგა ის საინტერესო დისკუსია, რომლის იმედიც მქონდა.  ძალიან ბევრჯერ იყო ხაზგასმული, რომ ჩვენ გვექნებოდა დებატების ფორმატი, თუმცა ის არ შედგა. ჩემს მოხსენებაში ყველა მნიშვნელოვანი თემა ვთქვი, შემდეგ განმარტებები იქნებოდა. გუშინ, საქართველოს პარლამენტში უცოდინრობით, შიშით, თუ რატომ არ ვიცი, მაგრამ მოხდა გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის გარანტისთვის. ეს მოხდა იმ დღეს, რომელიც გაწერილია, როგორც პრეზიდენტის დღე, როდესაც ის პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს. მე როგორც საქართველოს მოქალაქეს არ მაქვს შეზღუდული სიტყვის თავისუფლება, მოვალ და ეთერში ვისაუბრებ - ეს არც პრეზიდენტობამდე მიჭირდა და არც მერე, მაგრამ საზოგადოებისთვის ამ კონსტიტუციური ფორმატის შეზღუდვა არის ცუდი. ეს არის ის გზა, რომელსაც საქართველო არ უნდა დაადგეს. როდესაც შევეცადე, რომ დისკუსიაში ჩავრთულიყავი. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტს, რომლის დღეც არის, შემაწყვეტინეს. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც პრეზიდენტს არ აძლევენ შესძლებლობას პასუხის გაცემის“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics