|
2018-05-03 16:21:59, 1714 ნახვა
საზოგადოება
2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებთან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია
2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებთან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია. კერძოდ, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 37.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რაც 22.1%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2018 წლის პირველი კვარტლის მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის წილი შეადგენს 19.4%-ს. 2018 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადად ექსპორტირებულია: სპირტიანი სასმელები, თხილი, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, გადამუშავებული თხილი და სხვ. 2018 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციიდან, სპირტიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა 6.3 მლნ აშშ დოლარით (112%), რაც ექსპორტის ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორია, ღვინის ექსპორტი გაიზარდა 1.9 მლნ აშშ დოლარით (62%), მინერალური წყლების ექსპორტი გაიზარდა 0.7 მლნ აშშ დოლარით (21%), ხოლო გადამუშავებული თხილის ექსპორტი გაიზარდა 0.6 მლნ აშშ დოლარით (37%). 2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ძირითადად გაიზარდა ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთში (2.7-ჯერ და 6.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ლიტვაში (19%-ით და 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ესპანეთში (3.5-ჯერ და 3.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და ნიდერლანდებში (33%-ით და 3.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა).
(NS)
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)