|
2018-05-03 16:14:14, 1561 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალ პლატფორმას - „თბილისის ცის ქვეშ“ ქმნის
თბილისის მერია საზოგადოებას კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალ პლატფორმას სთავაზობს, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, საკუთარი იდეები ახლებური ხედვით, ღია ცის ქვეშ განახორციელოს. პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ პრეზენტაცია, დღეს, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პროექტის შესახებ ისაუბრა, ხოლო მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ გაზაფხული -ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები წარადგინა. ახალი პლატფორმის ფარგლებში ქალაქში იგეგმება კონცერტების, საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების მოწყობა, ღონისძიებებში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებულ პირისთვის იქნება შესაძლებელი. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტი, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს გააერთიანებს, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. „ყოველ პარასკევ-შაბათ-კვირას ქალაქში იქნება კონკრეტული ლოკაციები მოცემული, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები - კონცერტები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. ვფიქრობ, ამით ახალ სიცოცხლეს შემოვიტანთ ქალაქში. რაც მთავარია, ჩვენ არ ვიქნებით ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ ადგილებზე და ცენტრალურ ქუჩებზე. მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება კონკრეტული ადგილები, სადაც კონცერტები და ეს პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, პროექტი ქალაქს სხვა რაკურსით წარმოაჩენს და ქალაქში სხვადასხვა საინტერესო ლოკაციებს შექმნის. “პროექტი გააერთიანებს ერთ პლატფორმაზე სხვადასხვა ხელოვანებს და ორიენტირებული იქნება მოსახლეობაზე და ტურისტებზე. პლატფორმა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, თბილისს აქცევს შემოქმედებით ქალაქად. ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ თბილისი გახდეს რეგიონის კულტურის დედაქალაქი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. ახალი პლატფორმის მიზანია დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.
(NS)
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)